The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი თუშმალიშვილი

გიორგი თუშმალიშვილი
დაბადების თარიღი:1 მაისი, 1921
გარდაცვ. თარიღი:18 მარტი, 2006  (84 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, სოფლის მეურნეობის სპეციალისტი, ტექნოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი წინანდალი, თელავის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი ინჟინერ-ტექნოლოგის კვალიფიკაციით 1933 წელს.

1943-1945წწ. იყო ყულარის (მარნეული) ღვინის ქარხანაში უფროს მეღვინე; 1945-1951წწ. მასანდრის ღვინის ქარხანა (ყირიმი), მთავარი სპეციალისტი; 1951-1961წწ. სამტრესტის საწარმოო განყოფილების მეღვინე, უფროსი მეღვინე, განყოფილების უფროსი; 1961-1965წწ. თბილისის შამპანური ღვინოების ქარხნის დირექტორი; 1965-1974წწ. სამტრესტის მთავარი მეღვინე, მმართველი; 1975-1980წწ. მებაღეობა-მეღვინეობის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტის მეღვინეობის განყოფილების უფროსი; 1980-1982წწ. საგარეჯოს საექსპორტო ღვინოების ქარხნის დირექტორი; წლების განმავლობაში იყო სამტრესტის მთავარი მრჩეველ-კონსულტანტი. მრავალჯერ იყო მიწვეული საერთაშორისო დეგუსტაციებსა და კონკურსებზე ჟიურის წევრად. ის უშუალოდ ხელმძღვანელობდა საქართველოში ახალი ღვინის ქარხნების მშენებლობას. მონაწილეობდა ახალი სამარკო ღვინოებისა და კონიაკების ნაირსახეობების შექმნაში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. მეღვინე.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.141; გახსენება: საქართველოს მეღვინეობა-სამტრესტი, მისი ხელმძღვანელები, გარდაცვლილი სპეციალისტები/ ალექსანდრე ქურდაძე.-თბ.,1999. - გვ.41-42

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საკავშირო სადეგუსტაციო კომისია, წევრი (1956-)
  • საქართველოს კვების მრეწველობის სამინისტროს კოლეგია, წევრი (1967-1974)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენა (ВДНХ) (2 ოქროს მედალი)
  • საკავშირო უმაღლესი კატეგორიის მეღვინე
  • საქართველოს დამსახურებული მეღვინე

გააზიარე: