Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვასილ გოგოლაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი შუაამაღლება (შუაგანახლება), ჩოხატაურის რაიონი. დაამთავრა თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი და საკავშირო იურიდიული ინსტიტუტის თბილისის ფილიალი. 1938-1939წწ. რედაქტორობდა გაზეთ "საბჭოთა მასწავლებელს". 1940 წლიდან დაინიშნა წიგნის პალატის დირექტორად, სადაც თავი მოუყარა, აღწერა და აღნუსხა ქართულ ენაზე უძველესი დროიდან გამოცემული ნაწარმოებები-წიგნები, ჟურნალები, გაზეთები და სხვ. 1940 წლიდან რედაქტორობდა საქართველოს წიგნის პალატის გამოცემებს: "წიგნის მატიანეს", "გაზეთის სტატიების მატიანეს", "ჟურნალის სტატიების მატიანეს" და "ბიბლიოგრაფიის მოამბეს". მისი თაოსნობითა და მონაწილეობით გამოიცა მონუმენტური ნაშრომი "ქართული წიგნი: ბიბლიოგრაფია, ტ. I: 1629-1920" (თბ., 1941). მისი რედაქტორობით გამოიცა ბიბლიოგრაფიული საძიებელი "ქართველი მეომრები საბჭოთა ხალხის დიდ სამამულო ომში" (1945, 1946წწ.). ჟურნალ-გაზეთებში აქვეყნებდა წერილებს და ფელეტონებს. აგრონომი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.647 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |