Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შალვა გავაშელი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ღები, ონის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი გეოფიზიკის სპეციალობით 1940 წელს. მუშაობა დაიწყო ჰიდრომეტეოროლოგიურ სამმართველოში. სხვადასხვა დროს მუშაობდა ყაზბეგის მაღალმთიანი ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურის უფროსად, გეოფიზიკური ობსერვატორიის მეტეოროლოგიისა და კლიმატოლოგიის განყოფილების გამგედ, თბლისის ობსერვატორიის დირექტორად. 1961-1980წწ. მუშაობდა ამიერკავკასიის ჰიდრომეტეოროლოგიის რადიოლოგიური ლაბორატორიის გამგედ, ხოლო 1980 წლიდან ჰიდრომეტეოროლგიის სახელმწიფო დეპარტამენტში გარემოს დაბინძურების კონტროლის ცენტრის უფროსად. 1966 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. გამოქვეყნებული აქვს 40-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. "საქართველოს ატლასში" შესულია მისი ავტორობით შედგენილი 12 რუკა, რომლებიც ეხება კლიმატის თავისებურებას და მრავალფეროვნებას. იყო რედაქტორი და თანაავტორი რიგი კლიმატური ცნობარებისა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.58-59
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |