The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ელისაბედ გარსევანიშვილი

ელისაბედ გარსევანიშვილი
დაბადების თარიღი:2 ოქტომბერი, 1921  (103 წლის)
კატეგორია:გეოგრაფი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეომორფოლოგიის სპეციალობით 1942 წელს.

1943-1947წწ. მუშაობდა საშუალო სკოლებში გეოგრაფიის მასწავლებლად; 1947 წლიდან - მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტში; 1952-1955წწ. გაიარა ასპირანტურის კურსი; 1956 წელს დაინიშნა მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტის გეოგრაფიის მეთოდკაბინეტის გამგედ; 1960-1964წწ. ლექციებს კითხულობდა თბილსიის პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში; 1964-1969წწ. გორის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში; 1969-1993წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტი იყო.  გამოქვეყნებული აქვს 150-ზე მეტი სამეცნიერო და მეთოდური ნაშრომი. განსაკუთრებით აღსანიშნავია მონოგრაფია "გეოგრაფიის სწავლების მეთოდიკა", რომელშიც გაშუქებულია გეოგრაფიის სწავლების კერძო და ზოგადი მეთოდიკის საკითხები. იგი გამიზნულია უმაღლესი სასწავლებლების გეოგრაფიის სპეციალობის სტუდენტებისა და საშუალო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებლებისათვის. დიდი პოპულარობით სარგებლობს მის მიერ შედგენილი "ფიზიკური გეოგრაფიის საცნობარო ლექსიკონი" (1964, 1976). მიღებული აქვს "სახალხო განათლების წარჩინებულის" სამკერდე ნიშანი (1960). პედაგოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი.

სადანდიდატო დისერტაციის თემა - "რელიეფის სწავლება საშუალო სკოლაში", დაიცვა 1962 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.59-60

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1985 - უმაღლესი სკოლის დამსახურებული მუშაკი
  • იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია
    ფიზიკური გეოგრაფიის საცნობარო ლექსიკონი / შედგ. ელ. გარსევანიშვილის მიერ. - თბილისი : ცოდნა, 1963. - 176გვ.

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: