The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მავრა გეგეჭკორი

მავრა გეგეჭკორი
Date of birth:16 April, 1900
Date of death:1971  (at 70 years)
Category:Geographer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ქუთაისის წმინდა ნინოს ქალთა გიმნაზია 1920 წელს.

მუშაობა დაიწყო მასწავლებლად ქალთა პროფესიონალურ სკოლაში. 1921 წელს საცხოვრებლად გადმოვიდა თბილისში და მუშაობა დაიწყო განათლების კომისარიატში სკოლის ასაკამდე აღზრდის განყოფილების მდივნად. 1921-1934წწ. მუშაობდა თბილისის მერვე შრომის სკოლაში არითმეტიკის მასწავლებლად. 1930-1934წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიკის ფაკულტეტზე. 1934-1936წწ. მუშაობდა განათლების სამინისტროს პედაგოგიკის და პედოლოგიის სამეცნიერიო-კვლევით ინსტიტუტში ლაბორანტად, შემდეგ უმცროს მეცნიერ თანამშრომალად. 1935-1960წწ. ილია ჭავჭავაძის სახელობის მე-3 საშუალო სკოლაში (ახლა 23-ე) ასწავლიდა გეოგრაფიას. სკოლაში მუშაობასთან ერთად (1942-1959) იყო თბილისის პიონერთა და მოსწავლეთა რესპუბლიკური სასახლის გეოგრაფიის კაბინეტის გამგე. მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტში, თბილისის განათლების პედ. კაბინეტის მიერ ჩატარებულ კონფერენციებზე კითხულობდა ლექციებს და მოხსენებებს გეოგრაფიის სწავლების მეთოდიკაში. წერდა და აქვეყნებდა პედაგოგიურ ჟურნალ-გაზეთებში მეთოდოლოგიური ხასიათის წერილებს. იყო საქართველო გეოგრაფიული საზოგადოების აქტიური წევრი. 1951-1960წწ. ხელმძღვანელობდა კლასგარეშე გეოგრაფიული განათლების სექციას, კითხულობდა მოხსენებებს საზოგადოების წევრთა საჯარო სხდომებზე. აწყობდა ნორჩ გეოგრაფთა დილებს, მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენებს. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. გეოგრაფიის მასწავლებელი. მიღებული აქვს "სახალხო განათლების წარჩინებული მუშაკის" ნიშანი.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.64

Awards and Honors

  • 1946 - საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი
  • წითელი დროშის ორდენი
  • ლენინის ორდენი

Share: