The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნანა გეთიაშვილი

ნანა გეთიაშვილი
დაბადების თარიღი:14 თებერვალი, 1962  (63 წლის)
კატეგორია:გეოგრაფი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ეკონომიკური და სოციალური გეოგრაფიის სპეციალობით 1985 წელს.

1979 წლიდან მუშაობს ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში ლაბორანტად, 1988 წლიდან უმცროს მეცნიერ თანამშრომლად, ხოლო 1998 წლიდან მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე. ასრულებს განყოფილების თემატური გეგმით გათვალისწინებულ სამუშაოებს, აქვს კომპიუტერთან მუშაობის საკმაო გამოცდილება და გეოსაინფორმაციო ტექნოლოგიების განყოფილების თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობს საქართველოს გეოსაინფორმაციო სისტემების მონაცემთა ბაზის შექმნაში. სხვადასხვა დროს პარალელურად მუშაობდა მანქანათმშენებლობის კოლეჯში და თბილისის მე-6 გერმანულ გიმნაზიაში გეოგრაფიის მასწავლებლად. გამოყენებითი გეოგრაფიის კავკასიის ინსტიტუტში სტუდენტებს ასწავლის კომპიუტერული ასისტენტირების საფუძვლებს. მუშაობს სამეცნიერო საკითხებზე. გამოქვეყნებული აქვს 10-მდე სამეცნიერო ნაშრომი, რომლებიც შეეხება საქართველოს საკურორტო მეურნეობის განვითარების პრობლემებს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.67


გააზიარე: