The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მამუკა თალაკვაძე

მამუკა თალაკვაძე
დაბადების თარიღი:14 დეკემბერი, 1969  (55 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, მეზღვაური

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებლის გემთწამყვანობის ფაკულტეტი 1988 წელს; 1989 წელს სწავლა განაგრძო ნოვოროსიისკის უმაღლეს საზღვაო საინჟინრო სასწავლებელში; მოგვიანებით კი 2002 წელს  დაასრულა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სრული კურსი. 

1988 წლიდან იგი შორეული ნაოსნობის კაპიტნის თანაშემწედ საქმიანობდა საქართველოს საზღვაო სანაოსნოს არაერთ გემზე; 1994 წლიდან კი უკვე გამოცდილი შტურმანი ერთობლივი სანაოსნო კომპანია "ANGLO-GEORGIAN SHIPPING"-ისა (1994-1999) და "COLUMBIA SHIPMANAGEMENT"-ის (1999-2005) ტანკერებზე ცურავდა რა დროსაც შორეული ნაოსნობის კაპიტნის უფროსი თანაშემწე გახდა(2001); 2005-2010 წწ. საქმიანობას დროებით ნაპირზე განაგრძობს - ბათუმის ნავსადგურის ნავთობტერმინალის გარემოს უსაფრთხოების მენეჯერად, 2010 წელს კი იგი კვლავ ზღვაში ბრუნდება, კომპანია "COLUMBIA SHIPMANAGEMENT"-ის გემებზე, მალე შორეული ნაოსნობის კაპიტანი ხდება და არაბთა გაერთიანებული საემიროების სანაოსნო კომპანია "ADNATCO"-ში (2010-2011) მოუწია საქმიანობა; 2011- 2013 წწ. საჯარო სამსახურში, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში განაგრძობს, სადაც სააგენტოს უფროსის მოადგილის მოვალეობებს ასრულებს; 2013 წლიდან კი იგი მშობლიური ბათუმის პორტის სალოცმანო სამსახურში საქმიანობს და მისი მეთაურობის ქვეშ მყოფი სწრაფმავალი სალოცმანო კატარღა "BATUMI  1"-ით ბათუმის აქუატორიასა და ნავსადგურში გემების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. შორეული ნაოსნობის კაპიტანი.

წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com


გააზიარე: