შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იური იარვეტი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ტალინი. დაამთავრა ტალინის თეატრალური ინსტიტუტი 1949 წელს. თეატრში სპორტიდან მივიდა, ფლობდა ტალინის ჩემპიონის წოდებას ტანვარჯიშში; 1940 წელს მიიღეს ტალინის მუშათა თეატრის მოცეკვავეთა ანსამბლში; 1949 წლდან მუშაობდა სამხრეთ ესტონეთის თეატრის მთავარ რეჟისორად; 1952 წლიდან იყო ტალინის კინგისეპის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობი; 1965-1967წწ. მოსკოვის ახალგაზრდულ თეატრში მოღვაწეობდა. სასცენო მოღვაწეობა კომიკური როლების შესრულებით დაიწყო, შემდეგ კი შექმნა ტრაგიკომიკური და რთული დრამატული სახეები; მის მიერ შექმნილი როლებიდან აღსანიშნავია: კრეონი (სოფოკლეს "ანტიგონე"), მასხარა (ტამსაარეს "მეფეს სცივა", "ადამიანი და ღმერთი"), კლავდიუსი (უ. შექსპირის "ჰამლეტი"), პოპრიშჩინი (ნ. გოგოლის "შეშლილის წერილები") და კრეპი (ს. ბეკეტის "კრეპის უკანასკნელი ფირი"); მის მიერ განხორციელებული სცენური სახეები აჩვენებს ადამიანის შინაგანი სამყაროს ღრმა წვდომის უნარს, მის შემოქმედებით ევოლუციას პლასტ. მონახაზის არტისტიდან შინაგანი ფსიქოლოგიზმის ოსტატამდე; გადაღებულია ფილმებში: "მკვდარი სეზონი" (1968), "მეფე ლირი" (1971) "სოლარისი" (1972) და სხვ.; ქართულ სატელევიზიო მრავალსერიან მხატვრულ ფილმში "დათა თუთაშხია" (1979) შეასრულა გრაფი სეგედის როლი (გაახმოვანა რ. თავართქილაძემ, ხმის ტემბრი, თხრობის მანერა ორგანულად შეერწყა გმირის მხატვრულ სახეს); მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ესტონეთის დამსახურებული არტისტი (1964). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.170-171 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |