შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვახტანგ გელაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსტიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი, მეტეოროლოგია-კლიმატოლოგიის სპეციალობით 1963 წელს. 1963 წელს მუშაობა დაიწყო ამიერკავკასიის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტში ღრუბლების ფიზიკის ლაბორატორიაში; 1967-1970წწ. სწავლობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტიტს ასპირანტურაში ხმელეთის ჰიდროლოგიის სპეციალობით. 1970 წლიდან მუშაობს ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში. მისი კვლევის სფეროა: ჰიდრომეტეოროლოგიური მონაცემების საინფორმაციო ბაზებისა და ბანკის შექმნა; საქართველოს წყლის რესურსები და მათი გამოყენება. გამოქვეყნებული აქვს ერთი მონოგრაფია და 60 სამეცნიერო სტატია. სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის მეცნიერ თანამშრომელი. გეოგრაფიის დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მთიანი დაღესტნის წყლის ბალანსი", დაიცვა 1972 წელს (ბაქო). წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.67; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: gtu.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |