შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვლადიმერ იაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი. დაამთავრა თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი 1930 წელს. 1937 წლიდან განაგებდა მ. ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის პათოფიზიოლოგიის განყოფილებას; 1939-1945წწ. მეორე მსოფლიო ომის დროს იყო ფრონტის ერთ-ერთი ჰოსპიტლის სამკურნალო ნაწილის უფროსი; სწავლობდა ფსიქიკურ დაავადებათა კლინიკას; ფსიქოზთა პათოფიზიოლოგიურ საფუძვლებს, ი. თარხნიშვილის ფსიქოგალვანურ რეფლექსსა და სხვა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ფსიქიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1954), პროფესორი (1956). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.174 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |