The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვლადიმერ იაშვილი

ვლადიმერ იაშვილი
დაბადების თარიღი:1813
გარდაცვ. თარიღი:7 თებერვალი, 1864  (51 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვილნიუსი
კატეგორია:დიდგვაროვანი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. კალუგა, რუსეთი.

დაამთავრა სანქტ-პეტერბურგის მიხეილის სა­არტილერიო სასწავლებელი 1834 წელს.

1842-1848წწ. მონაწილეობდა სამხედრო მოქმედებებში კავკასიაში; 1849 წელს მი­ე­ნი­ჭა პოლკოვნიკის წოდება; იყო ჰუსართა ლაიბგვარდიის პოლკის მეთაური (1849). 1853-1856წწ. მონაწილეობდა ყირიმის ომში; 1856 წელს და­ინიშნა ფლიგელადიუტანტად; 1858 წელს ჩა­ირი­ცხა იმპერატორის ამალაში; 1863-1864წწ. იყო ვილნოს სამხედრო გუბერნატორი. დაჯილდოებულია ფრიდრიხ ვიუნტერბერგის ორდენის მე-2 ხარიხის კომანდორის ჯვარით (1856). რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1858). რუსეთის იმპერიის გენერალ-მაიორის, იმპერატორ პავლე I-ის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში მონაწილე ვლადიმერ მიხეილის ძე იაშვილის (1764-1815) შვილი. 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.174-175

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1862 - წმინდა ანას I ხარისხის ორდენი (ხმლებით)
  • 1860 - წმინდა სტანისლავის I ხარისხის ორდენი
  • 1857 - წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენი
  • 1847 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი
  • 1845 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი (ბაბთით)

გააზიარე: