Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნათელა გვასალია![]()
Biographyდაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი კლიმატოლოგიის სპეციალობით 1958 წელს. 1958 წლიდან მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში. 1978-1995წწ. იყო ინსტიტუტის სწავლული მდივანი. 1965-1969წწ. გაიარა დასწრებული ასპირანტურის კურსი სანკ-პეტერბურგის ა. ვოეიკოვის სახელობის გეოფიზიკურ ობსერვატორიაში აკადემიკოს მ. ბუდიკოს ხელმძღვანელობით. მისი საკანდიდატო დისერტაცია ეხება ბიოკლიმატოლოგიის პრობლემას საქართველოს სხვადასხვა ლანდშაფტურ ზონაში მდებარე საკურორტო რაიონებისათვის ადამიანის სითბური ბალანსის შესწავლის დინამიურად ცვალებადი რადიაციულ-კლიმატური და ფიზიოლოგიური ფაქტორების კომპლექსურად ზემოქმედების შეკრების გათვალისწინებით. მან აქტიურად განაგრძო კვლევა თანამედროვე ფიზიკური კლიმატოლოგიის აქტუალური პრობლემების - დედამიწის ზედაპირის ენერგეტიკული რეჟიმის შესწავლაზე, მზის სხივური ენერგიის გარდაქმნასთან დაკავშირებით ნიადაგის ქვეფენილი ზედაპირისა და მიწისპირა ჰაერის ფენებს შორის მიმდინარე პროცესების დინამიკაზე. მიღებული მასალის საფუძველზე ჩაატარა მცენარეთა სიმაღლითი სარტყლიანობის რადიაციულ-კლიმატური შეფასება, დაადგინა სიმშრალის რადიაციული ინდექსის კანონზომიერებები და ააგო მისი გეოგრაფიული გავრცელების რუკა დროსა და სივრცეში. შეისწავლა ბიომეტეოროლოგიის პრობლემა - ადამიანის სითბური რეჟიმი და დაადგინა მისი შემადგენელი ელემენტების კანონზომიერებები. მიღებული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა მონოგრაფიაში - "საქართველოს სითბური ბალანსი". მისი სადოქტორო დისერტაცია არის ფუნდამენტური ნაშრომი - ქვეფენილი ზედაპირის ენერგეტიკული რეჟიმის შესწავლასა და მის ზეგავლენას ბუნებრივი პროცესების დინამიკაზე საქართველოსა და კავკასიის სხვადასხვა რეგიონში. საქართველოში პირველად შესრულდა ასეთი ნაშრომი, ის მოიცავს პრობლემათა ფართო სპექტრს. ნაშრომი მნიშვნელოვანია მეთოდური საკითხების კვლევის თვალსაზრისითაც. მეთოდური საკითხების დამუშავებასა და ვრცელი ემპირიული მასალის საფუძველზე პირველადაა შედგენილი რადიაციული და სითბური ბალანსების შემადგენელ მახასიათებელთა რუკები. მიღებული მონაცემების საფუძველზე ჩატარებულია საქართველოს ბიოკლიმატური დარაიონება. გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. იგი მონაწილეობდა არაერთ საერთაშორისო და რესპუბლიკურ კონფერენციაში. მის მიერ წაკითხული მოხსენებები დიდ ინტერესს იწვევდა შესაბამისი დარგის სპეციალისტებს შორის. მიღებული აქვს საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი (1984). გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ადამიანის სითბური მდგომარეობის მეტეოროლოგიური პირობები საქართველოს კურორტებისათვის", დაიცვა 1970 (სანკტ-პეტერბურგის უნივერსიტეტი); სადოქტორო დისერტაციის თემა - "საქართველოს სითბური ბალანსი და მისი გეოგრაფიული კანონზომიერებანი", დაიცვა 1995 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.72-73 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |