The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რევაზ გიგილაშვილი

რევაზ გიგილაშვილი
Date of birth:16 October, 1956  (67 years)
Category:Geographer, Economist, Public official, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი საზღვარგარეთის ქვეყნების ეკონომიკური და სოციალური გეოგრაფიის სპეციალობით 1979 წელს.

1979-1980წწ. სტაჟირება გაიარა ქ. რაბატის (მაროკო) უნივერსიტეტში. 1980-1990წწ. მუშობდა საქართველოს სახელმწიფო საგეგმო კომიტეტთან არსებული სახალხო მეურნეობის ეკონომიკის, დაგეგმვისა და მართვის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში უმცროს, შემდეგ უფროს მეცნიერ თანამშრომლად. 1987-1991წწ. ლექციებს კითხულობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მრეწველობის ეკონომიკის კათედრაზე. 1991-1994წწ. მუშაობდა ქ. მოსკოვში, ჯერ შპს "აერობანკის" დირექტორად, შემდეგ დიდი ბრიტანეთის ფირმის - European Trade Technology Lta-ს წარმომადგენლად რუსეთში. 1995-1999წწ. მუშაობდა სახელმწიფო კანცელარიის საგარეო პოლიტიკის ანალიზის სამსახურში სახელმწიფო მრჩევლად, ხოლო 1999 წლიდან მუშაობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსად. გაიარა კვალიფიკაციის ამაღლება - 1995 წელს აშშ-ს განვითარების სააგენტოს პროგრამა: "აშშ-ს ეკონომიკა მსოფლიო ეკონომიკის სისტემაში" - ვაშინგტონი (აშშ). 1997 წელს ფულბრაიტის პროგრამის ფარგლებში, მიწვეულ იქნა ჯ. ვაშინგტონის უნივერსიტეტის (ქ. ვაშინგტონი, აშშ) საერთაშორისო ბიზნესის დეპარტამენტში. 1999 წელს სასწავლო პროგრამა: "საფინანსო მომსახურების მარკეტინგი", კაიროში (ეგვიპტე). 1982-1984წწ. სწავლობდა საბჭოთა კავშირის სახელმწიფო საგეგმო კომიტეტთან არსებულ საწარმოო ძალთა შემსწავლელი საბჭოს ასპირანტურაში (ქ. მოსკოვი). გამოქვეყნებული აქვს 30-მდე სამეცნიერო ნაშრომი და 12 პუბლიცისტური წერილი. ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაცის თემა - "საქართველოს მრეწველობის დარგობრივი და რეგიონალური სტურქტურის ოპტიმიზაციის საკითხები", დაიცვა 1984 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.75-76


Share: