შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბენიამინ გოგუა![]()
ბიოგრაფია1920 წლიდან თანამშრომლობდა ბათუმის ყოველდღიურ გაზეთ "ბათომის ფურცელში". 1936-1941წწ. მისი რედაქტორობით გამოდიოდა ხელოვნებისა და ლიტერატურათმცოდნეობის ყოველთვიური (1937-1941წწ. გამოდიოდა ორ თვეში ერთხელ) ჟურნალი "საბჭოთა ხელოვნება" (1936, №1-12, თითო 48-60გვ.; 1937, №1-6, თითო 80-120გვ.; 1938, №1-6; 1939, №1-12, თითო 90 გვ.; 1940, №2, 34გვ,; 1941, №1-5), რომელშიც ხელმოწერის გარეშე აქვეყნებდა მეთაურ წერილებს უმთავრესად-ხელოვნების საკითხებზე. 1937-1944წწ. მუშაობდა საქართველოს სსრ სახკომსაბჭოსთან არსებულ ხელოვნების საქმეთა სამმართველოს უფროსად, 1945 წლიდან პოლიგრაფიისა და საგამომცემლო საქმის სამმართველოს უფროსად. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.653 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |