The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რევაზ იაშვილი

Date of birth:26 May, 1927
Date of death:26 November, 1994  (at 67 years)
Burial location:საბურთალოს პანთეონი, თბილისი
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა მოსკოვის I სამედიცინო ინსტიტუტი 1951 წელს.

სა­ქარ­თველო­ში დამოუკიდებელი პროქტოლოგიური სამსახურის ­ერთ-ერთი ორგანიზატორი და პროქ­ტოლოგიის კა­თედ­რის დამაარსებელი; 1951-1954წწ. მუ­შა­ობ­და მოსკოვის საოლქო სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში, 1955 წლიდან  თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში; 1968 წლიდან იყო თავისივე ჩამოყალიბებული პროქტოლოგიური ­განყოფილების გამგე; 1979-1981წწ. ხელმძღვანელობდა პროქტოლოგიურ კურსს; 1981 წლიდან განაგებდა პროქტოლოგიის კა­თე­დრას; 1968-1984წწ. იყო რესპუბლიკის მთავარი პროქტოლოგი; იკვლევდა ­მსხვ­ილი და სწორი ნაწლავის დაავადებათა (პოლიპოზი, დივერტიკულოზი, სიმსივნე და სხვ.), აგრეთვე პროქტოგინეკოლოგიური ერთობლივი და­ავა­დებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სა­კი­თხებს. არის მრა­ვა­ლი სამეცნიერო შრომის, 2 მონოგრაფიის ავტორი. ქირურგ-პროქტოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1974), პროფესორი (1977).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.178

Member of Organizations

  • საზოგადოება "თბილისელის" სამედიცინო-საკონსულტაციო სამეცნიერო და პრაქტიკული საბჭო, თავმჯდომარე
  • საქართველოს ექიმთა ასოციაციის ღირსებისა და სამართლის კომისია, თავმჯდომარე

Awards and Honors

  • 1985 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

Bibliography


Share: