Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სეით იაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი არგვეთი, ახლანდელი საჩხერის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა ოდესის სახელმწიფო უნივერსიტეტტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი 1902 წელს. უკრაინიდან სამშობლოში დაბრუნების შემდეგ თბილისის ქართულ გიმნაზიაში ასწავლიდა ბუნებისმეტყველებასა და გეოგრაფიას; გიმნაზიაში პედაგოგიურ საქმიანობასთან ერთად მუშაობდა საშუალო სკოლებისათვის საბუნებისმეტყველო პროფილის სახელმძღვანელოების შედგენაზე; იგი ავტორია ბუნებისმეტყველებისა და გეოგრაფიის პირველი ქართული სახელმძღვანელოებისა: "ბუნებისმეტყველება" (ჰაერი, წყალი და დედამიწა, 1915); "ბოტანიკა"(1926); "საზოგადო გეოგრაფია"(აზია, აფრიკა, ამერიკა და ავსტრალია, 1916); "ევროპა"(1918). 1922–1930წწ. დაიბეჭდა მის მიერ გადამუშავებული და შესწორებული "ბუნებისმეტყველება", გეოგრაფიის სახელმძღვანელოები – "ევროპა, ჩრდ. ამერიკის შტატები და იაპონია", "სასოფლო მეურნეობის ქვეყნები", "მსოფლიოს მოკლე გეოგრაფია", "საბჭოთა კავშირის მოკლე გეოგრაფია", "დაწყებითი გეოგრაფია" და "კაპიტალისტური ქვეყნების გეოგრაფია". ზემოთ დასახელებული ყველა სახელმძღვანელო მიღებული და გამოყენებული იყო ჩვენი ქვეყნის არასრულ და სრულ საშუალო სკოლებში 1935 წლამდე. ამავე პერიოდში მის მიერ ქართულ ენაზე ითარგმნა, ა. ბარკოვისა და ა. პოლოვინკინის "ფიზიკური გეოგრაფია" (1935), ჩ. დარვინის «ბუნებისმეტყველის მოგზაურობა დედამიწის გარშემო გემ "ბიგლით"» (1951) და სხვა. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.178 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |