The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სეით იაშვილი

სეით იაშვილი
დაბადების თარიღი:16 იანვარი, 1875
გარდაცვ. თარიღი:27 იანვარი, 1963  (88 წლის ასაკში)
კატეგორია:გეოგრაფი, მეცნიერი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი არგვეთი, ახლანდელი საჩხერის მუნიციპა­ლიტეტი.

დაამთავრა ოდესის სა­ხელმწიფო უნივერსიტეტტის საბუნებისმეტყვე­ლო ფაკულტეტი 1902 წელს.

უკრაინიდან სამშობლოში დაბრუნების შემდეგ თბილისის ქართულ გიმნაზიაში ასწავლიდა ბუნებისმეტყველებასა და გეოგრაფიას; გიმნაზიაში პედაგოგიურ საქმიანობასთან ერთად მუ­შა­ობ­და საშუალო სკოლებისათვის საბუნებისმეტყველო პროფილის სა­ხელმ­ძღვანე­ლო­ების შედგენაზე; იგი ავტორია ბუნებისმეტყვე­ლებისა და გეოგრაფიის პირველი ქართული სა­ხელმ­ძღვანე­ლო­ებისა: "ბუ­ნებისმე­ტყველება" (ჰაერი, წყალი და დე­დამიწა, 1915); "ბოტანიკა"(1926); "საზოგადო გეოგრაფია"(აზია, აფრიკა, ამერიკა და ავსტრალია, 1916); "ევროპა"(1918). 1922–1930წწ. დაიბეჭდა მის მიერ გა­დამუშავებული და შესწორებული "ბუნებისმეტყველება", გეოგრაფიის სა­ხელმ­ძღვა­ნელოები – ­"ევროპა, ჩრდ. ამერიკის შტატები და იაპონია", "სასოფლო მეურნეობის ქვეყნები", "მსოფლიოს მოკლე გეოგრაფია", "საბჭოთა კავ­ში­რის მოკლე გეოგრაფია", "დაწყებითი გეოგრაფია" და "კაპიტალისტური ქვეყნების გეოგრაფია". ზემოთ დასახელებული ყველა სა­ხელმ­ძღვა­ნე­ლო მიღებული და გამოყე­ნებული იყო ჩვენი ქვეყნის არა­სრულ და სრულ საშუალო სკოლებში 1935 წლამდე. ამავე პერიოდში მის მიერ ქართულ ენაზე ითარგმნა, ა. ბარკოვისა და ა. პოლოვინკინის "ფიზიკური გეოგრაფია" (1935), ჩ. დარვინის «ბუნებისმეტყველის მოგზაურობა დედამიწის გარშემო გემ "ბიგლით"» (1951) და სხვა.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.178

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, ნამდვილი წევრი (1899-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1932 - შრომის გმირი

ბიბლიოგრაფია

  • დაწყებითი გეოგრაფია : სახელმძღვანელო საქ.-საფ. შვიდწლედების V ჯგუფისა და კოლმ. ახალ. სკოლების I ჯგუფისათვის (ავტორი). - ტიფლისი, სახელგამი-სასწავლო-პედაგოგიური სექტორის გა-მა, 1932. - 131გვ.
  • კაპიტალისტური ქვეყნების გეოგრაფია : სამუშაო წიგნი : სახელმძღვ. საფაბრიკო საქარხნო შვიდწლედებისა და კოლმეურნეობის ახალგაზრდობის სკოლების მე-VII ჯგუფისათვის (ავტორი). - ტფილისი, სახელგამის გა-მა, 1931. - 214გვ.
  • მსოფლიოს მოკლე გეოგრაფია : ევროპა, აზია, აფრიკა, ამერიკა, ავსტრალია). სახელმძღვანელო შრომის სკოლის მე-VII ჯგუფისათვის (ავტორი). - ტფილისი, სახელგამი, 1929. - 258გვ.

გააზიარე: