შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ტატიანა გივიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ლენინგრადი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის გეოგრაფიის ფაკულტეტი 1964 წელს. 1964-1969წწ. მუშაობდა თბილისის 64-ე საშუალო სკოლაში გეოგრაფიის მასწავლებლად; 1969 წლიდან მუშაობა დაიწყო თბილისის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში გეოგრაფიის კათედრაზე უფროს მასწავლებლად; 1984 წლიდან საბუნებისმეტყველო-გეოგრაფიის ფაკულტეტის დეკანია; 1969-1972წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტის სამეცნიერო ხარისხის მაძიებელი. ეკონომიკურ-გეოგრაფიულ პრობლემებზე გამოქვეყნებული აქვს 20-მდე სამეცნიერო ნაშრომი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მთიანი ტერიტორიების ეკონომიკურ-გეოგრაფიული განვითარების პრობლემები (აღმოსავლეთ კავკასიონის მაგალითზე)", დაიცვა 1973 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.78
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |