The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შოთა გოგატიშვილი

შოთა გოგატიშვილი
დაბადების თარიღი:1 მაისი, 1920
გარდაცვ. თარიღი:13 დეკემბერი, 1994  (74 წლის ასაკში)
კატეგორია:გეოგრაფი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ქორეთი, საჩხერის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეომორფოლოგიის სპეციალობით 1943 წელს.

1943 წელს მუშობდა ხვანის საშუალო სკოლაში გეოგრაფიის მასწავლებლად; 1944 წელს ქორეთის საშუალო სკოლაში; 1945 წელს იქვე სასწავლო ნაწილის გამგეა; 1952 წელს ადიგენის სარაიონო კულტურის სახლის დირექტორად; იმავე წელს აბასთუმნის კურორტსამმართველოს ბიოკლიმატური სადგურის დამკვირვებლად, შემდეგ, სადგურის გამგედ; 1957 წლიდან აბასთუმნის საშუალო სკოლის დირექტორად; 1961 წლიდან საჩხერის N1 საშუალო სკოლის დირექტორად; 1963 წლიდან მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტის გეოგრაფიის მეთოდკაბინეტის გამგედ; 1982 წლიდან საღამოს დაუსწრებელი სკოლების კაბინეტში მეთოდისტად. მიღებული აქვს სხვადასხვა ჯილდო.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.81

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: