შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნანა გოგაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი გეოგრაფიის სპეციალობით 1974 წელს. 1978 წლიდან მუშაობდა თბილისის 99-ე საშუალო სკოლაში გეოგრაფიის მასწავლებლად; 1982 წლიდან რაიონის გეოგრაფიის მასწავლებელთა მეთოდგაერთიანებას ხელმძღვანელობდა; 1984 წლიდან საქართველოს ტელევიზიით მოსწავლეებისათვის გეოგრაფიის გაკვეთილები მიჰყავდა; 1987 წელს არჩეული იყო მთვარ სპეციალისტად; 1987-1988წწ. გაიარა განათლების სამმართველოს ხელმძღვანელ მუშკთა სრეზერვო კადრების კურსები. წლების განმავლობაში მუშაობდა ისნის რაიონის განათლების განყოფილების მეთოდური ცენტრის გეოგრაფიის მეთოდისტ-ორგანიზატორის თანამდებობაზე. პერიოდულად ჟურნალებსა და პრესაში აქვეყნებდა საკუთარ გამოცდილებებს და მეთოდური ხასიათის წერილებს, განსაკუთრებით ჟურნალ "ისტორია, გეოგრაფია სკოლაში". ასეთებია შრომითი აღზრდა გეოგრაფიის გაკვეთილებზე, მშობლიური მხარის სიყვარულის აღზრდა გეოგრაფიის გაკვეთილებზე და სხვ. წლების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა რესპუბლიკურ პედაგოგიურ კითხვებში, რისთვისაც მიღბული აქვს ჯილდოები: "განათლების წარჩინებულის" სამკერდე ნიშანი (1984), წლის საუკეთესო მასწავლებელის (1989, 1996) და საპატიო მასწავლებელის (1997) წოდებები. უმაღლესი კატეგორიის მასწავლებელი (1998). წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.81
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |