The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სერგო გოგმაჩაძე

სერგო გოგმაჩაძე
Date of birth:25 April, 1948  (77 years)
Category:Geologist, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეომორფოლოგიის სპეციალობით 1972 წელს; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის დაუსწრებელი სწავლების ასპირანტურა 1981 წელს.

1972-2010წწ. (ორგანიზაციის ლიკვიდაციამდე) – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, შემდგომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კ. ზავრიევის სახელობის საკვლევ-სამეცნიერო ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი, ინჟინერი, უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი, მეცნიერ თანამშრომელი, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, საგანგებო სიტუაციებისა და სამოქალაქო თავდაცვის შტაბის უფროსი, მთავარი მეცნიერ-მუშაკი, საინჟინრო სეისმოლოგიისა და გეოტექნიკური კვლევების ლაბორატორიის გამგე; 1994-2012წწ. – უნივერსიტეტი "აღმაშენებელი"-ს, "ლეგია და კომპანია" და საქართველოს ავტოსაგზაო ინსტიტუტების დოცენტი, პროფესორი; 1998 წლიდან საინჟინრო გეოლოგიური და გეოფიზიკური კვლევების საწარმოს "ესგ"-ს ტექნიკური დირექტორი; 2012 წლიდან ქართულ-ამერიკული (GAU) უნივერსიტეტის პროფესორი; 2012-2014წწ. საინჟინრო გეოლოგიური და გეოფიზიკური კვლევების საწარმოს შ.პ.ს "ქილუქი"-ს დირექტორი; 2014-2015წწ. – ქ.თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის დიდუბის რაიონის გამგეობის, ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსი; 2015 წელს – ქ. თბილისის მერიის, მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ის მთავარი სპეციალისტი; 2012-2013წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მ. ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტის ექსპერტი; 2017 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მ. ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტის უფროს მეცნიერ-თანამშრომელი. 186 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 83 საკვლევ-სამეცნიერო ანგარიშის (გრანტების ჩათვლით) და 9 მონოგრაფიის ავტორი ან თანაავტორი. გეოლოგიის დოქტორი, ექსპერტი.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "საინჟინრო გეოლოგიური, გეომორფოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური პირობების გავლენა მიწისძვრის ინტენსივობის გამოვლინებაზე", დაიცვა 1993 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.85-86; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მ. ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტის ვებ-გვერდი: ig-geophysics.ge


Share: