The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რიურიკ ივნევი

რიურიკ ივნევი
ოფიციალური სახელი:მიხეილ კოვალიოვი
დაბადების თარიღი:23 თებერვალი, 1891
გარდაცვ. თარიღი:19 თებერვალი, 1981  (89 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვაგანკოვოს სასაფლაო, მოსკოვი
კატეგორია:მთარგმნელი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი.

ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო კრებულით "თვითდაწვა" (1913). იყო ეგოფუტურისტების, ხოლო რევოლუციის შემდეგ – იმაჟინისტთა წრის წევრი; ავტორია ლექსების კრე­ბულებისა: "ჩემი ქვეყანა" (1943), "რჩეული ლექსები. 1912–1972" (1974). რამდე­ნი­მე წელი დაყო სა­ქარ­თველო­ში; მისი ლიტერატურული მოღვაწეობა მჭიდროდ არის დაკავშირებული სა­ქარ­თვე­ლოს ცხოვრებასთან და კულტურასთან. გარდა ლექსებისა, ქართულ თემაზე აქვს და­წე­რილი რომანები: "სიყვარული უსიყვარულოდ" (1925), "ღია სახლი" (1927) და სხვა; თარგმნიდა ­ქართველი კლასიკოსებისა და თავის თანამედროვე პოეტების ნაწარმოებებს, აგრეთვე აზერბაიჯანელ და ოს მწე­რალ­თა თხზუ­ლებებს.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.218; slova.org.ru

ბიბლიოგრაფია

  • Стихи (ავტორი). - Тбилиси, Изд-во и тип. "Заря Востока", 1948. - 64с.
  • რჩეული ლექსები : სმოლნი, ორთაჭალა, ძველი თბილისი და სხვ. (ავტორი). - თბილისი, სახელგამი, 1947. - 64გვ.
  • გვარდიის დროშა : ლექსი (ავტორი). - თბილისი, ს. ს. კ. სამხატფონდის საქართ. განყ. გამ-ბა,, 1944. - 8გვ.
  • Моя страна : Стихи (ავტორი). - Тбилиси, Заря Востока, 1943. - 50 с.
  • Девочка Нина (ავტორი). - Тбилиси, Изд ОПП Грузю отд. Худфонда СССР, 1943. - 8с.

გააზიარე: