შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კირილე გოლუბოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. 1951 წელს დემობილიზებულ იქნა სამხედრო სამსახურიდან. 1969 წლამდე მუშაობდა თბილისის სატელეგრაფო აპარატების ქარხანაში ზეინკლად. 1960-1965წწ. სწავლობდა თბილისის პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში საღამოს განყოფილებაზე, რომელიც წარჩინებით დაამთავრა გეოგრაფიის სპეციალობით. 1966-1969წწ. პარალელურად მუშაობდა თბილისის საექსკურსიო ბიუროში ექსკურსიამძღოლად. 1969-1993წწ. მუშაობდა თბილისის პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში ფიზიკური გეოგრაფიის კათედრაზე უფროს მასწავლებლად. 1993 წლიდან საცხოვრებლად გადავიდა რუსეთის ფედერაციაში. გამოქვეყნებული აქვს 10-მდე სამეცნიერო ნაშრომი, რამდემინე ათეული საგაზეთო წერილი და გზამკვლევები, რომლებიც ძირითადად ტურიზმის საკითხებს შეეხება. დაჯილდოებულია რამდენიმე მედლით მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების აღსანიშნავად. უფროსი მასწავლებელი. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.88 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |