The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ილარიონ თუალელი

დაბადების თარიღი:970
გარდაცვ. თარიღი:1041
კატეგორია:მთარგმნელი, წმინდანი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სამხრეთ სა­ქარ­თვე­ლო.

მოღვაწეობდა ხახულის, შემდგომ კი - თუალის მონასტერში (ანტიოქიის მახლობლად, დღევანდელი თურქეთი). გიორგი მცი­რის ცნობით, გიორგი მთაწმი­დელი მშობლებმა მას მიაბარეს აღსაზრდელად, რამეთუ იგი იყო "უმაღლესი სათნოებითა და სულიერთა მოძღურებათა შინა განთქმული". მანვე აღკვეცა გიორგი მთაწმიდელი ბერად; მის შე­სა­ხებ არ­სე­ბუ­ლი მწირი ცნობები გვაუწყებს, რომ იგი სახელ­განთქმული მთარგმნელი და მწიგნობარი იყო; სა­ქარ­თვე­ლოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ღირსი ილარიონ თუალელი შერაცხულია წმინ­და­ნად. მისი ხსენების დღეა 24 ივლისი (6. აგვისტო ახალი სტილით). სასულიერო პირი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.228


გააზიარე: