The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მერაბ გონგაძე

მერაბ გონგაძე
Date of birth:15 November, 1949  (75 years)
Category:Geographer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეომორფოლოგიის სპეციალობით 1974 წელს.

მუშაობა დაიწყო ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში, პარალელურად მუშაობს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მის დისერტაციაში მოცემულია ადამიანის ზეგავლენის სხვადასხვა სახეების შედეგები, რელიეფის ანთროპოგენური ფორმებისა და გარდამქმნელი პროცესების კლასიფიკაცია და მათი კარტირების პრობლემები. გამოქვეყნებული აქვს 20-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, რომლებიც შეეხება ანთროპოგენურ რელიეფს, ასევე ადამიანისა და ბუნების ურთიერთობის სხვა აქტუალურ საკითხებს. გამოყენებულია მოცულობითი მეთოდით მათემატიკური შეფასება ლითოსფეროში ბუნებრივად და ანთროპოგენურად გადაადგილებული არაორგანული მასების შედარებები. წლების განმავლობაში იყო ინსტიტუტის სამეცნიერო სემინარიის სწავლული მდივანი. სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "რელიეფის ანთროპოგენური გარდაქმნები საქართველოში", დაიცვა 1986 წელს (ბაქო).

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.88

Bibliography


Share: