The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვასო გორგაძე

ვასო გორგაძე
Legal name:ვასილ გორგაძე
Other name:ვან-გოგი  (Pseudonym)
ცოტნე დადიანი  (Pseudonym)
Date of birth:21 July, 1895
Date of death:1973  (at 77 years)
Category:Translator, Poet

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ზედა ილემი (ყოფილი შორაპნის მაზრა), ზესტაფონის რაიონი.

დაამთავრა ზედა ილემის საეკლესიო სკოლა, ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი და თბილისის სასულიერო სემინარია პირველი ხარისხით. 1915 წლიდან სწავლობდა კიევის უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტთა მოძრაობაში მონაწილეობისათვის სარატოვის გუბერნიის ციხეში ჩასვეს; იმავე წელს გაიწვიეს სამხედრო სამსახურში, დაასრულა პეტერბურგის სამხედრო სასწავლებელი და 1918 წლამდე ოფიცრად მსახურობდა. 1918 წელს დაბრუნდა საქართველოში და ქართულ ჯარში განაგრძო სამსახური. ამავე დროს სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიტყვიერების ფაკულტეტზე. პირველი ლექსი 1910 წელს დაბეჭდა "ჯეჯილში"; წერდა კრიტიკულ-ბიბლიოგრაფიულ შენიშვნებსაც. 1910-1920წწ. თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში: "სახალხო ფურცელი", "ჯეჯილი", "ნაკადული", "განათლება", "თეატრი და ცხოვრება", "იმერეთი", "ერი", "ხალხის მეგობარი", "სამშობლო"; 1921-1925წწ. - "ბახტრიონი", "რუბიკონი", "დროშა", "მნათობი", "ილიონი". 1921 წელს ქუთაისში, ნიკო ლორთქიფანიძესთან, დია ჩიანელთან, ჯაჯუ ჯორჯიკიასთან და სანდრო ცირეკიძესთან ერთად დააარსა მწერალთა სახლი, ჩამოაყალიბა საქართველოს მწერალთა კავშირის ქუთაისის განყოფილება; დააარსა ჟურნალი "უქიმერიონი"; გამოსცა დიდტანიანი კრებული ნიკო ლორთქიფანიძის რედაქტორობით. 1924 წელს იყო ჟურნალ "მნათობის" სამხატვრო-სალიტერატურო ნაწილის გამგე, 1926 წლიდან მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო გამომცემლობაში, რედაქტორობდა სხვადასხვა კრებულს, თარგმნა რუსი და უცხოელი მწერლები (ლებედინსკი, ბლოკი, ვერჰარნი, ვაგნერი, კაზინი, ტიუტჩევი, მარტინი და სხვ). 1928 წელს იყო ჟურნალ "არიფიონის" თანარედაქტორი. გ. ლეონიძესა და ს. ფაშალიშვილთან ერთად თარგმნა ოსური ხალხური ეპოსი "ნართები" (გამოსცა გ. ლეონიძის რედაქციით, 1948 წელს).

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.689; presa.ge ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.94

Member of Organizations

  • ქუთაისის მწერალთა კავშირი, თავმჯდომარე (1921-1923)

Bibliography


Share: