Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალფეს გოგუაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ჭანჭათი (ყოფილი ოზურგეთის მაზრა), ლანჩხუთის რაიონი. 1904 წელს ჩაება რევლოუციურ მოძრაობაში და შევიდა პარტიაში. 1905 წელს მონაწილეობდა "ნასაკირალის" ბრძოლაში, ამავე წელს გაიწვიეს სამხედრო სამსახურში (საარტილერიო ნაწილში), როგორც არტილერისტი მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში. ბრძოლაში განსაკუთრებული უნარის გამოჩენისა და ვაჟკაცობისათვის დჯილდოვდა უმაღლესი ჯილდოებით. 1917 წლის რევოლუციის დროს, როცა ოსმალეთის ფრონტიდან დაბრუნებული მეფის რუსეთის ჯარი საქართველოს დაპყრობას ფიქრობდა, ომიდან ახლად დაბრუნებული ალფეს გოგუაძე თავისი უფროსი ძმის, ვალოდია გოგუაძის მოწოდებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დამცველთა რიგებში ჩადგა. 1918 წელს დაინიშნა №4 ჯავშნოსანის უფროსად და მას შემდეგ საქართველოს თავისუფლებისათვის ყველა ფრონტზე იბრძოდა. მისი პირადი მონაწილეობით მოხდა ბრძოლის ასპარეზიდან დაბრუნებული რუსეთის არმიის რუსეთისაკენ გასტუმრება, ამიერკავკასიის ფრონტის გაწმენდა დეზერტირებისაგან, ბრძოლა თურქების წინააღმდეგ ბათუმის მიდამოებში, სომხეთთან, აზერბაიჯანთან, სალოღლში, ნავთლუღში, მცხეთაში, ხაშურში, ქუთაისში და სხვ. ვალოდია, მელენტი და ნოე გოგუაძეების ძმა, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.654 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |