შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გრიგოლ იმნაიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ტყვარჩელი. დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1937 წელს. 1946 წლიდან მუშაობდა ენათმეცნიერების ინსტიტუტში; 1995 წლიდან წამყვან მეცნიერ-თანამშრომლად; იკვლევდა ქართული სალიტერატურო ენასა და მის დიალექტებს, რომლებსაც მიუძღვნა მონოგრაფიული გამოკვლევები: "ქართული ენის კახური დიალექტი" (1956, ა. მარტიროსოვის თანაავტორობით); "ქართული ენის ინგილოური დიალექტის თავისებურებანი" (1966); "ქართლური დიალექტი" (1974; გამოკვლევა და ტექსტები, I); "ქართული ენის გურული დიალექტი" (2005). მოამზადა და გამოსცა "ქართული დიალექტოლოგიის ბიბლიოგრაფია" (1969). ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1995). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.259; ice.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |