The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვახტანგ იმნაიშვილი

ვახტანგ იმნაიშვილი
Date of birth:22 September, 1939
Date of death:24 January, 2017  (at 77 years)
Category:Linguist, Scientist, Educator, Philologist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ლანჩხუთი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1966 წელს.

1968 წიდან ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი ქართული ენის კათედრაზე; 2006 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის მიმართულების ასოცირებული პროფესორი; 2006 წლიდან – სა­ქართველოს გა­ნათ­ლე­ბისა და მეცნიერების სამინისტროსთან არსე­ბუ­ლი ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა საექსპერტო კომისიის წევრი; მისი კვლე­ვის სფერო იყო ძველი და ახალი ქართული ენა, უცხოეთის სამეცნიერო ცენტრებში და­ცუ­ლი უძველესი ქართული ხელნაწერებისა და გამოჩენილ ­ქართველ საზოგადო მოღვაწეთა ეპის­ტო­ლუ­რი მემკვიდრეობა; ამ მიზნით შეისწავლა ავსტრიაში, გრაცის უნივერსიტეტისა და ვენის ნაციონალური ბლიოთეკების ძველი ქართული ხელნაწერები და ავსტრიის მეცნიერის, ჰუგო შუხარდტის არქივის ქართული მასალები. გრაცში დამუშავებული მასალები (2000) საფუძვლად დაედო ნაშრომს "უძველესი ქართული ხელნაწერები ავსტრიაში" (2004), რომელშიც იმავე წელს მი­ე­ნი­ჭა ივ. ჯა­ვა­ხი­შვი­ლის სახელობის საუნივერსიტეტო პრემია; ნაშრომს "ზმნა ძველ ქართულში" (ტ. 1–2, მაინის ფრანკფურტი, 1996)  შვეიცარიაში იოლანდა მარშევთან ერთად გამოსაცემად მოამზადა ვრცელი "გერმანულ-ქართული ლექსიკონი", რომელიც გერმანიაში დაიბეჭდა (1999); მისი შრომები იბეჭ­დე­ბო­და საზღვარგარეთ (ავსტრია, ნიდერლანდი, გერმანია, ბელგია); კითხულობდა ლექციებს ქართული ენისა და ლიტერატურის შე­სა­ხებ ვენის, მაინის ფრანკფურტის, ბერნისა და სხვ. უნივერსიტეტებში. 1997-2006წწ. ი. ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის სა­ხელმწიფო უნივერსიტეტში კითხულობდა ქართული ენის მორფოლოგიისა და სინტაქსის კურსს. ტექსტოლოგი, ქართველოლოგიის ისტორიის მკვლე­ვარი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1977), პროფესორი (1979). 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.259

Awards and Honors

  • 1999 - აკაკი შანიძის სახელობის პრემია

Bibliography


Share: