The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი გოცირიძე

გიორგი გოცირიძე
Date of birth:2 February, 1972  (53 years)
Category:Geographer, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეომორფოლოგია-გეოეკოლოგიის სპეციალობით.

1991 წლიდან მუშობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გეომორფოლოგია-გეოეკოლოგიის კათედრის ლაბორანტად. 1994 წლიდან მუშაობს ვახუშტი ბაგრატონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის კარსტოლოგია-სპელეოლოგიის განყოფილების თანამშრომლად, 1995 წლიდან უფროსი მეცნიერი თანამშრომელი. 1996 წელს სტაჟირება გაიარა ზაარლანდის (ქ. საარბრიუკენი, გერმანია) უნივერსიტეტში. მის სადისერტაციო ნაშრომში მოცემულია რელიეფში ასახული დღემდე უცნობი ხაზოვანი, წრიული და ბლოკური სტრუქტურების გამოვლინება-ტიპიზაცია. ეგზოდინამიკური პროცესების და რელიეფის სტრუქტურული ველების სივრცითი კავშირების გავლენა. მაღალმთიან რაიონებში გეოდინამიკურ პროცესებზე დისტანციური მონიტორინგის წინაპირობათა ანალიზი. ამ და სხვა საკითხებზე გამოქვეყნებული აქვს 10-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. არის სპორტის ოსტატობის კანდიდატი, გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი, კომპანია "გეოგრაფიკის" ხელმძღვანელი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გეოდინამიკური პროცესების კვლევა დისტანციური მეთოდებით (ზემო სვანეთის მაგალითზე)", დაიცვა 1996 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.90


Share: