Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნანა გუგუნავა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეომორფოლოგიის სპეციალობით 1955 წელს. მუშაობა დაიწყო "სოიუზდორპროექტის" თბილისის ფილიალში ინჟინერ-გეომორფოლოგის თანამდებობაზე. მონაწილეობდა მაღალმთიან ექსპედიციებში, კერძოდ, ყაზბეგის რაიონში საავტომობილო გზისა და ხიდების გაყვანასთან დაკავშირებით. 1956 წელს იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიური ინსტიტუტის ზემო რაჭის სტრატიგრაფიული ექსპედიციის უფროსი ლაბორანტი; 1957-1963წწ. მუშაობდა თბილისის პიონერთა და მოსწავლეთა რესპუბლიკური სასახლის გეოგრაფიის კაბინეტში პედაგოგად; 1962-1972წწ. საქართველოს განათლების სამინისტროს ბავშვთა ცენტრალური საექსკურსიო-ტურისტული სადგურის პედაგოგ-მეთოდისტია; 1972-1995წწ. მუშაობდა საქართველოს გეოგრაფიულ საზოგადოებაში სწავლული მდივნის თანამდებობაზე. თითქმის მეოთხედი საუკუნე იღვაწა გეოგრაფიული საზოგადოების საპასუხისმგებლო თანამდებობაზე და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს გეოგრაფიის წინსვლაში. პირველსავე წლებში მონაწილეობდა სასკოლო გეოგრაფიის სექციის მუშობაში; ორგანიზაციას უწევდა გეოგრაფიის მასწავლებელთა დასახმარებლად ჩატარებულ ღონისძიებებს; კითხულობდა ლექციებს გეოგრაფიის მასწავლებელთა სამეცნიერო-მეთოდურ სესიებსა და კონფერენციებზე, როგორც თბილისში, ისე რესპუბლიკის რაიონებში. გარკვეულ ადგილს უთმობდა გეოგრაფიის სწავლებაში მხარეთმცოდნეობითი მასალის გამოყენებას. მონაწილეობდა პიონერთა და მოსწავლეთა სასახლის გეოგრაფიის კაბინეტისა და ბავშვთა ტურისტული სადგურის მიერ მოწყობილ ღონისძიებებში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები: 1978 - "საქართველოს განათლების სამინისტროს წარჩინებულის" სამკერდე ნიშანი (1978), საკავშირო გეოგრაფიული საზოგადოების საპატიო დიპლომი (1977). წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.91
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |