შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ილია გოგია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ნოღა, მარტვილის რაიონი. სწავლობდა სოხუმის დაწყებით სკოლასა და ქუთაისის საოსტატო სემინარიასთან არსებულ პირველდაწყებით სკოლაში, იყო ხონის საოსტატო სემინარიის პანსიონერი. ხონის საოსტატო სემინარიის დამთავრებისთანავე გამწესდა სოფელ ჭიორის (ყოფილი რაჭის მაზრა, ახლანდელი ონის რაიონი) დაწყებითი სკოლი გამგედ, რაჭის სხვადასხვა სოფელში მსახურობდა სკოლის გამგედ და მასწავლებლად, ხუთი წელი მუშაობდა ბაქოში "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ქართულ სკოლაში მასწავლებლად, თბილისის რეალურ სასწავლებელში ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას. სხვადასხვა დროს იყო კახეთში, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმში რუსული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, ზუგდიდის რაიონის განათლების განყოფილების ინსპექტორი და მეთოდისტი, ზუგდიდის მუზეუმის მეცნიერ-მუშაკი, სწავლული მდივანი და დირექტორი. პირველი ლექსი, "ილიას საღამო" გამოაქვეყნა ვ. გუნიას ჟურნალ "საქართველოში" (1908, №9). იმავე წელს, პირველი წერილი - მოწოდება ქართული ენის სწავლების შესახებ, დაბეჭდა მოწაფეთა პერიოდულ ალმანახში "მოწაფის ჩანგი" (№4). წერდა საბავშვო, მხატვრული და პედაგოგიურ-აღმზრდელობითი ხასიათის ლექსებს, მოთხრობებს, იგავ-არაკებს, მეთოდურ-პედაგოგიურ, ისტორიულ-ეთნოგრაფიულ და პუბლიცისტურ წერილებს, ნარკვევებს და სხვ. თანამშრომლობდა ჟურნალ-გაზეთებში: "განათლება", "განათლების მუშაკი", "საბჭოთა მასწავლებელი", "ნაკადული", "პიონერი", "მომავალი", "საქართველო", "ბურჯი", "განთიადი", "ცხოვრება", "მეგობარი", "ფასკუნჯი", "კოლხიდა", "იმერეთი", "ერი", "ჩვენი ერი", "თემი", "შრომა", "სახალხო ფურცელი", "სახალხო გაზეთი", "სახალხო საქმე", "ტრიბუნა", "კომუნისტი", "კომუნარი", "მებრძოლი" და სხვ. 1919-1921წწ. იყო პედაგოგიურ ჟურნალ "განათლების" რედაქციის მდივანი და მისი გამოცემის ხელმძღვანელი, იაკობ გოგებაშვილის "დედა ენის" და "ბუნების კარის" შემსწორებელ-გადამამუშავებელი კომისიის წევრი. სხვა თანაავტორებთან ერთად შეადგინა ქართული ენის სახელმძღვანელო (დაწყებითი სკოლებისათვის) "ჩვენი სკოლა" - I და II ნაწილი (ტფ., 1923). ეწეოდა სამეცნიერო-კვლევით მუშაობას საქართველოს ისტორიისა და ლიტერატურის საკითხებზე. ილია გოგიას რედაქტორობით გამოვიდა ზუგდიდის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის შრომები, ტ.I.- თბ., 1947. -გვ. 12-400. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.628 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |