Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მანასე გოგუაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ჭანჭათი (ყოფილი ოზურგეთის მაზრა), ლანჩხუთის რაიონი. ოზურგეთის საქალაქო სასწავლებლის 2 კლასის დამთავრების შემდეგ, 1895 წელს თბილისში გადმოვიდა და მუშაობა დაიწყო გაზეთ "ივერიის" რედაქციაში ასოთამწყობად. 1899 წელს მონაწილეობა მიიღო სტამბის მუშების პირველ გაფიცვაში, 1900 წელს მონაწილეობდა საპირველმაისო დღესასწაულში, 1901 წელს მ. შარაძის სტამბაში სხვებთან ერთად დაბეჭდა საპირველმაისო პროკლამაციები, რის გამოც მთავრობამ სტამბა დახურა. 1902 წელს მუშაობდა ჯერ ჩუღურეთის, შემდეგ ავლაბრის საიდუმლო სტამბაში, როდესაც 1905 წლის 17 ოქტომბრის მანიფესტის გამო ამ სტამბაში მუშაობა დროებით შეწყდა, გაზეთ "კავკაზსკი რაბოჩის" ასოთამწყობად გადავიდა, 1906 წლიდან ისევ ავლაბრის სტამბაში დაბრუნდა. არალეგალური რევოლუციური ლიტერატურის გამოცემის მიზნით, პარტიის დავალებით გაიგზავნა დასავლეთ საქართველოში, მაგრამ ამ დავალების შესრულება ვერ მოახერხა და თბილისში გრ. ჩარკვიანის სტამბა აიღო იჯარით, სადაც ლეგალურ გაზეთებთან ერთად არალეგალურ ლიტერატურასაც ბეჭდავდა, 1907 წელს მთავრობის გადაწყვეტილებით ეს სტამბაც დაიხურა. 1909 წლამდე ასეთივე მუშაობას აწარმოებდა ფოთის სტამბაშიც - ლეგალურ გამოცემებთან ერთად ბეჭდავდა რევოლუციურ ლიტერატურას. მთავრობამ ეს სტამბაც დახურა და მანასე გოგუაძის დევნა დაიწყო. პარტიის დავალებით მუშაობა გააგრძელა თბილისში, "ქართველი ამხანაგობის სტამბაში". 1909 წელს, კოჯრის გზაზე, ივ. ქარსელაძის სახლში მოაწყო თბილისის ბოლშევიკური კომიტეტის საიდუმლო სტამბა, რომელმაც 1910 წლის 1 ივლისამდე იარსება (გასცა პროვოკატორმა ვ. კო-მა). 1910 წლის 22 ოქტომბერს მძიმე ავადმყოფი მანასე გოგუაძე "არამიანცის" საავადმყოფოდან მეტეხის ციხეში გადაიყვანეს, ხოლო 1911 წლის 26 აპრილს ამიერკავკასიის საოლქო-სამხედრო სასამართლომ 4 წლით კატორღაში გაგზავნა, საიდანაც 1918 წელს დაბრუნდა. მისი მოგონებები საიდუმლო მუშაობის შესახებ დაბეჭდილია 1920-იან წლებში გამოცემულ "რევოლუციურ მატიანეში". ასოთამწყობი, მესტამბე, ფარული სტამბების მომწყობი, რევოლუციონერი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.656
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |