The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გარი გუნია

გარი გუნია
Date of birth:25 August, 1937  (87 years)
Category:Geographer, Scientist, Educator, Physicist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. აბაშა.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი გეოფიზიკის სპეციალობით 1962 წელს. 1967 წელს იყო ქ. ლენინგრადის ა. ვოეიკოვის სახელობის მთავარ გეოფიზიკურ ობსერვატორიაში. იქვე გაიარა ასპირანტურის კურსი. 

მუშაობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოფიზიკის ინსტიტუტში კოსმოსური სხივების კვლევის ლაბორატორიაში ელექტრომონტიორის, შემდეგ კი ლაბორანტის თანამდებობაზე. 1964 წელს სამუშაოდ გადადის ამიერკავკასიის ჰიდრომეტეოროლოგიურ სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის რადიოლოგიურ ლაბორატორიაში ინჟინრის თანამდებობაზე, სადაც მუშაობს იმ დროის გასაიდუმლოებულ, ატომბირთვული აფეთქების ნარჩენებით ატმოსფეროსა და დედამიწის გაჭუჭყიანების პრობლემებზე. პარალელურად მუშაობს ფიზიკის მასწავლებლად საშუალო სკოლაში, ხოლო 1966-1967წწ. ფიზკულტურის ინსტიტუტთან არსებულ მწვრთნელთა სკოლაში მათემატიკის მასწავლებლად. 1973 წელს ბრუნდება ამიერკავკასიის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტში. ამ პერიოდში ჰდრომეტეოროლოგიისა და გარემოს კონტროლის სამმართველოს ბაზაზე იქმნება ატმოსფეროს გაჭუჭყიანების კონტროლისა და კვლევის სამსახური, რომელსაც ერთ-ერთ ხელმძღვანელად ჩაუდგა სათავეში. 1974 წელს დაინიშნა ქ. თბილისის ობსერვატორიის ატმოსფეროსა და ნიადაგის გაჭუჭყიანების კონტროლის ლაბორატორიის ხელმძღვანელად. იგი შეუდგა ამ ლაბორატორიის და მისი ფილიალების ჩამოყალიბებას საქართველოს 6 მსხვილ სამრეწველო და კულტურულ ცენტრში. მისი უშუალო მონაწილეობით ყალიბდება საქართველოს ატმოსფეროს გაჭუჭყიანების დაკვირვებისა და კონსტორლის ქსელი. გამოიცა ატმოსფეროს გაჭუჭყიანების ბიულეტენები და წლიური მიმოხილვები. 1980 წელს კვლავ დაბრუნდა ამიერკავკასიის ჰიდრომეტეოროლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში უფროს მეცნიერ თნამშრომლად, ხოლო შემდეგ ლაბორატორიის ხელმძღვანელის თანამდებობაზე აირჩიეს. გამოქვეყნებული აქვს 90-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის უცხოურ გამოცემებშიც. მათში ასახულია ატმოსფეროს გაჭუჭყიანების მეტეოროლოგიურ ასპექტებთან დაკავშირებული ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრის საკითხები. სტუდენტობის დროს მისდევდა სპორტს. 1955-1961წწ. საქართველოს მოკრივეთა ნაკრების გუნდის წევრია. მონაწილეობდა საკავშირო და საქართველოს მოკრივეთა მრავალ ჩემპიონატში. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის ბუნებრივი გარემოს დაბინძურების მონიტორინგისა და პროგნოზების დეპარტამენტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ატმოსფერული მტვრის მახასიათებლების განსაზღვრის მეთოდების გამოკვლევა და სრულყოფა", დაიცვა 1973 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ატმოსფეროს გაჭუჭყიანების მონიტორინგის საკითხები საქართველოს ტერიტორიაზე", დაიცვა 1993 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.93-94

Bibliography


Share: