The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნანული გურგენიშვილი-წერეთელი

ნანული გურგენიშვილი-წერეთელი
Legal name:ნანული გურგენიშვილი
Date of birth:7 October, 1948  (76 years)
Category:Geographer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ყანდაურა, საგარეჯოს რაიონი.

დაამთავრა თბილისის პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი გეოგრაფიის მასწავლებლის სპეციალობით.

1975 წლიდან მუშაობს თბილისის 51-ე საშუალო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებლად. წლების განმავლობაში იყო კლასის ხელმძღვანელი და გეოგრაფიის მეთოდგაერთიანების ხელმძღვანელი. 1987 წელს დაამთავრა მასწავლებელთა დახელოვნების ცენტრალური ინსტიტუტის სახალხო განათლების მუშაკთა რეზერვების მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების კურსები. არის გეოგრაფიის საქალაქო და რესპუბლიკური სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენციებისა და ოლიმპიადების კომისიის წევრი; 1999 წლიდან მასწავლებელთა დახელოვნების ინსტიტუტში ლექციების კურსს კითხულობს ახალგაზრდა მასწავლებლების გადამზადების კურსებზე. არის VI-VIII კლასების გეოგრაფიის სახელმძღვანელოების რეცენზენტი. ჩატარებული აქვს სარაიონო და საქალაქო დონის გაკვეთილები, კლასგარეშე ღონისძიებები, კონკურსები, ვიქტორინები, რეგულარულად მონაწილეობს პედაგოგიურ კითხვებში. გამოქვეყნებული აქვს ათზე მეტი წერილი, სტატია და მეთოდური მითითებები. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები: სიგელი "ეკოლოგიური განათლების პროპაგანდისათვის" 1997), თბილისის წლის საუკეთესო მასწავლებელი (1996), სიგელი "საუკეთესო მოხსენებისათვის" (1997-1998 ს/წ). გეოგრაფიის მასწავლებელი.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.94


Share: