Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გივი გურგენიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ახალციხე. დაამთავრა ქ. ახალციხის I საშუალო სკოლა 1926 წელს და მუშაობა დაიწყო დაწყებითი სკოლის მასწავლებლად. 1927 წელს შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-ეკონომიურ ფაკულტეტზე და უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შემდეგ სწავლას ერთდროულად აგრძელებს საფინანსო-ეკონომიურ ინსტიტუტსა და საბჭოთა აღმშენებლობისა და სამართლის ინსტიტუტში. დაამთავრა 1931 წელს. 1937-1939წწ. სწავლობდა მოსკოვის სახალხო მეურნეობის აღრიცხვის ინსტიტუტის ასპირანტურაში. იქვე დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. აღნიშნული ნაშრომის დამუშავებაში კონსულტაციებს უწევდა აკადემიკოსი ივ. ჯავახიშვილი. 1939 წლიდან საკავშირო ვაჭრობის დაუსწრებელი ინსტიტუტის თბილისის ფილიალის სასწავლო ნაწილის გამგეა, პარალელურად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტია. 1941-1942წწ. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. 1942-1946წწ. კვლავ საბჭოთა კავშირის ვაჭრობის დაუსწრებელი ინსტიტუტის თბილისის ფილიალშია დირექტორის თანამდებობაზე. 1946-1956წწ. ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის უფროს მეცნიერი თნამშრომელია. 1944-1988წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოცენტის თანამდებობაზეა. გამოქვეყნებული აქვს 150 სამეცნიერო ნაშრომი, 10 სახელმძღვანელო ეკონომიკური და იურიდიული სპეციალობის სტუდენტებისათვის და 2 მონოგრაფია. ორივე მონოგრაფია აკადემიკოს ალ. ჯავახიშვილის წინასიტყვაობით და რედაქციით არის გამოცემული. შრომების ძირითადი ნაწილი ეხება სამეურნეო აღრიცხვა-ანალიზის თეორიას, პრაქტიკას, ისტორიას, სქართველოს ეკონომიკურ-გეოგრაფიულ შესწავლილობას, საქართველოს სახალხო მეურნეობის ისტორიის ცალკეულ საკითხებს. მონაწილეობდა გეოგრაფიის ინსტიტუტის საველე ექსპედიციებში (ქლუხორის რაიონი სამცხე, ქვემო ქართლი, გარე კახეთი და სხვ.). ექსპედიციაში მოპოვებული მასალები და კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია გეოგრაფიის ინსტიტუტის შრომებსა და მეცნიერებათა აკადემიის მოამბეში. აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების მუშაობაში. 1982 - უმაღლესი სკოლის დამსახურებული მუშაკი (1982), ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი (1940). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "აღრიცხვის ისტორიის საკითხებისათის საქართველოში", დაიცვა 1939 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.95 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |