Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვაჟა გუჯაბიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ეკონომიკური გეოგრაფიის სპეციალობით. სწავლობდა დასწრებულ ასპირანტურაში. 1965 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და ეკონომიკური გეოგრაფიის კათედრაზე, 1974-1987წწ. ამავე კათედრის გამგედ. 1990-1992წწ. შეთავსებით მუშაობდა დემოგრაფიისა და სოციოლოგიური კვლევის სამეცნიერო ინსტიტუტში - მიგრაციისა და განსახლების განყოფილების გამგედ; 1992-1995წწ. საქართველოს რესპუბლიკის შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრად; 1967-1968წწ. კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით იმყოფებოდა პოლონეთში; 1976 წელს კითხულობდა ლექციებს პორტლენდის, ოჰაიოს, სან-ფრანცისკოსა და ჰავაის უნივერსიტეტებში (აშშ); 1978 და 1984 წლებში ვარშავისა და ლოძის უნივერსიტეტებში (პოლონეთი); 1979-1981წწ. მუშაობდა ერაყში, როგორც გაეროს უფროსი ექსპერტი ხალხთმოსახლეობის პოლიტიკის სფეროში; 1976-1990წწ. იყო საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის ქალაქებისა და განსახლების სისტემების წევრი; 1990-1995წწ. ევროპის დემოგრაფიული ასოციაციის დემოგრაფიული კომისიის წევრი. 1992-1995წწ. საქართველოს შრომის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მინისტრი. ძირითადი სამეცნიერო ინტერესი - გეოდემოგრაფია განსახლების სისტემების ტერიტორიული ორგანიზაცია, მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური და ეკოლოგიური განვითარება. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი (1961). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კოლხეთის მოსახლეობის გეოგრაფია", დაიცვა 1966 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.96 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |