Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
აბდონ ინოჩენცი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. რომი. მილანის საბალეტო სკოლის კურსდამთავრებული. 1882-1884წწ. ცეკვავდა იტალიაში ტურინისა და რომის თეატრებში, მილანის "ლა სკალაში". 1884-1987წწ. მოღვაწეობდა კიევში, საქალაქო თეატრში, პარალელურად გახსნა საბალეტო სტუდია; 1887 წელს მოიწვიეს თბილისში; 1894 წლამდე მუშაობდა თბილისის "სახაზინო თეატრში" მთავარ ბალეტმაისტერად; 1888–1920წწ. ასწავლიდა იმხანად თბილისში ახლადშემოსულ და ძალზე პოპულარულ სამეჯლისო ცეკვებს თითქმის ყველა სასწავლო დაწესებულებაში – კადეტთა კორპუსში, წმინდა ნინოს კეთილშობილთა სასწავლებელში, აგრეთვე ქალთა და ვაჟთა გიმნაზიებში; 1891 წელს "სახაზინო თეატრში" შედგა მისი და მისი მეუღლის – მოცეკვავის, პედაგოგისა და ბალეტმაისტერის მ. პერინის ბენეფისი; 1895 წელს მათ ჩამოაყალიბეს "საბალეტო და სამეჯლისო ცეკვების სტუდია", რომელმაც 1930 წლამდე იარსება; სიცოცხლის ბოლომდე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას; თბილისში მოღვაწე იტალიელი მოცეკვავე, ბალეტმაისტერი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.287
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |