Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ამბროსი ინწკირველი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ბახვი, ოზურგეთის მაზრა. დაამთავრა კიევის კომერციული ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულტეტიტი 1915 წელს. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ სხვადასხვა დროს მუშაობდა ბათუმსა და ფოთში, მასწავლებლობდა ქ. ფოთის ქალთა გიმნაზიაში. 1919 წელს დაინიშნა თბილისის ქალაქის გამგეობის მდივნად; 1920 წელს აირჩიეს საქართველოს კოოპერატიული ბანკის გამგეობის წევრად, კითხულობდა ლექციებს თბილისის პედაგოგიურ (საპედაგოგო) ინსტიტუტში; 1923 წელს მიიწვიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბუხჰალტრული აღრიცხვის დისციპლინებში ლექციების წასაკითხად; 1944 წელს აირჩიეს მისივე ინიციატივით იქვე დაარსებული საბუხჰალტრო აღრიცხვისა და სამეურნეო საქმიანობის ანალიზის კათედრის გამგედ, სადაც ორი ათეული წლის განმავლობაში მუშაობდა; მისი სამეცნიერო შრომები ეხება ბუხჰალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებს; ავტორია ათობით სამეცნიერო ნაშრომისა, მათ შორის 12 სახელმძღვანელოსი. მან ქართულ ენაზე შეადგინა პირველი ორიგინალური სახელმძღვანელოები: "საბანკო ანგარიშწარმოება" (1927), "კოლმეურნეობათა ანგარიშსწორება" (1930), "სამრეწველო ანგარიშსწორება" (1934) და სხვა; მისი ნაშრომი საკოლმეურნეო ბუხჰალტერიაში ერთ-ერთი პირველი სახელმძღვანელო იყო არა მარტო ქართულ, არამედ რუსულ ენაზეც; ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1938), პროფესორი (1963). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.305 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |