The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვარდენ გოცირიძე

Date of birth:1857
Date of death:19 February, 1919  (at 62 years)
Category:Public Man

Biography

1883 წელს, მუშა-პოეტ იოსებ დავითაშვილთან (1850-1887) ერთად, თელავში ჩამოაყალიბა ხელოსანთა არტელი. გამოსცა იოსებ დავითაშვილის "სტვირი და სხვა ლექსები" (ტფ.,1880, 32გვ.),  მის დაკრძალვაზე წარმოთქმულ სიტყვაში ისაუბრა მუშებისა და ხელოსნების მდგომარეობაზე და მათ გაერთიანებისაკენ მოუწოდა. თიანეთის ორკლასიან სასწავლებელში ასწავლიდა სხვადასხვა ხელობას, სოფელ ბარისახოში თავისი ხელითა და სახსრებით ააშენა  სკოლა და ეკლესია. 1880-1890წწ. ეწეოდა საქართველოს მოსახლეობაში ეროვნულ-საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას. 1902 წელს ქ. მერვში (ტაშკენტის ოლქი) გააგზავნეს მასწავლებლად, საიდანაც 1917 წელს დაბრუნდა. ვარდენ გოცირიძის მოგონებები ვაჟა-ფშაველას შესახებ დაიბეჭდა "სახალხო ფურცელში" (1915,№382). თელავის ხელოსანთა ამხანაგობის დამაარსებელი.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.706


Share: