Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ეთერ დავითაია![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ონტოფო, აბაშის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ფიზიკური გეოგრაფიის სპეციალობით 1972 წელს. მუშაობს ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობაზე. შეთავსებით კითხულობს ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში. აგრეთვე, მუშაობს არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა "ათინათში" გეოგრაფიის მასწავლებლად (IV-X კლასები). წლების განმავლობაში იყო ინსტიტუტის სამეცნიერო სემინარის სწავლული მდივანი. 1881-1995წწ. გაიარა ინსტიტუტის დაუსწრებელი ასპირანტურის კურსი. მის სადისერტაციო ნაშრომში გამოყენებულია ტექნოგენური ლანდშაფტების კვლევის მრავალფაქტორული რეგრესიული ანალიზის მეთოდი, რომლის საშუალებით, პირველად საქართველოში, ნებისმიერი სამთო რეგიონისათის გარემოს ლანდშაფტურ-ეკოლოგიური შეფასების მიზნით შემუშავებული იქნა ტექნოგენურ ლანდშაფტებსა და მის ცალკეულ კომპონენტებს შორის ურთიერთდამოკიდებულების კანონზომიერება. მისი კვლევის ინტერესებია: ლანდშაფტების ტექნოგენური გარდაქმნის სპეციფიკის ფიზიკურ-გეოგრაფიულ ფაქტორებზე დამოკიდებულების მეცნიერული მიმართულების განსაზღვრა; ანთროპოგენური ლანდშაფტების ფუნქციონირების ეკოლოგიური ასპექტები და მათი ოპტიმიზაციის პრობლემები; ეკოლოგიურად დაძაბულ კერობრივ-ანთროპოგენური ზემოქმედების ზონებში ლანდშაფტების მდგომარეობის რეგიონულ თავისებურებათა კვლევა და გარემოს მდგრადი განვითარების უზრუნველყოფის მეცნიერული გზების დასახვა; საქართველოს დაცული ტერიტორიების რეკრეაციული ტევადობის შეფასება და ლანდშაფტურ-ეკოლოგიური ზონირება; საქართველოს აგროკულტურების ოპტიმალური განლაგების განმსაზღვრელი ფიზიკურ-გეოგრაფიული ფაქტორების ანალიზი და სინთეზი. გამოქვეყნებული აქვს 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბუნებათსარგებლობის გეოგრაფიის კათედრის ასისტენტ პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ტექნოგენური ლანდშაფტები, მათი აღდგენა და რაციონალური ბუნებათსარგებლობა (საქართველოს მაგალითზე)", დაიცვა 1990 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.97-98; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |