შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იოანე (მანგლელ-თბილელი ეპისკოპოსი)![]()
ბიოგრაფიაXV ს. საეკლესიო მოღვაწე, მანგლელ-თბილელი ეპისკოპოსი (ისტ. წყაროები მიტროპოლიტადაც მოიხსენიებს). 1437-1939წწ. ფერარა-ფლორენციის საეკლესიო კრების მონაწილე, გრიგოლ ეპისკოპოსსა და ერთ ქართველ დიდებულთან (სახელი უცნობია) ერთად საქართველოს დელეგაციის აქტიური წევრი და ხელმძღვანელი; რომის პაპის ჩანაფიქრით, უნდა მომხდარიყო კათოლიკე და ქართული მართლმადიდებელი ეკლესიების გაერთიანება, რაც ფაქტობრივად ვატიკანის პოლიტიკური ბატონობის აღიარებას ნიშნავდა; ქართული დელეგაცია დარწმუნდა, რომ პაპისაგან საქართველო რეალურ დახმარებას ვერ მიიღებდა, ამიტომ მათ გაერთიანების აქტს ხელი არ მოაწერეს; საეკლესიო კრების დროს დელეგაციის წევრებზე ფიზიკური ზემოქმედებისა და ძალდატანების საშიშროება შეიქმნა, ამიტომ გრიგოლ ეპისკოპოსმა შეკრება მიატოვა და საქართველოში დაბრუნდა. მან ღარიბის ტანსაცმელი გადაიცვა და იტალიაში იმოგზაურა პაპის პოლიტიკის მხილების მიზნით. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.307
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |