Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იოანე VIII (აღმოსავლეთ საქართველოს კათალიკოს პატრიარქი)![]()
Biographyაღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1505-1509 წლებში; მოიხსენიება აწყურის მთავარეპისკოპოსის, ნიკოლოზ მაწყვერელის ერთგულების ფიცის წიგნში, რომელიც სხვადასხვა დროით თარიღდება, თუმცა თ. ჟორდანია და ქ. შარაშიძე იოანე VIII-ს კათოლიკოსობას დავით X-ის (1505-1525) მეფობის პერიოდს ამთხვევენ; აღნიშნული საბუთის მიხედვით, აწყურის ეპისკოპოსი მთავარეპისკოპოსად კურთხევისათვის ემადლიერება იონე VIII-ს და აღთქმას დებს: "სიცოცხლესა ჩემსა თUნიერ მცხეთისა სახლი დედა-ქალაქი არა აღვიარო და თქვენ, მაკურთხევლის ჩემისა იუვა ნე კათალიკოზისაგან კიდე სხუასა კათალიკოზს არა დავემორჩილო...". ყოველივე ეს ამტკიცებს, რომ ამ პერიოდისთვის სამცხე-საათაბაგოს ეკლესია აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ემორჩილებოდა. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.309
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |