The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იოანე ბერაი

დაბადების თარიღი:9??
გარდაცვ. თარიღი:9??
კატეგორია:კალიგრაფი, სასულიერო პირი

ბიოგრაფია

X საუკუნის ­ქარ­თვე­ლი კალიგრაფი; აღიზარდა და მოღვაწეობდა შატბერდის მონას­ტერში; პარხლის ­ოთხთავისა და შატბერდის კრებულის გადამწერი; პარხლის ოთხთავი (22,9 სმ × 19,9 სმ, 259 ფურცელი, ეტრატი) გა­და­წე­რი­ლია 973 წელს; ნაწერი შესრულებულია მრგლოვანით, ორ სვეტად, სეპიის (ღია ყავისფერი) ფერი მელნით; ყოველი თავის დასაწყისში სინგურის სათაურები და ინიციალებია, ხოლო თავსა და ზოგიერთი მუხლის ბოლოს – სინგურისავე წვრილი ჯვრებია, რი­თაც კალიგრაფი ხელნაწერს უფრო საზეიმო იერს ანიჭებს. შატბერდის კრებული (973–976) განსაკუთრებით მნიშვ­ნე­ლო­ვა­ნი ძეგლია თავისი მდიდარი შინაარსის გამო. იგი შეიცავს უძვირფასეს ქართულ საისტორიო წყა­როს – "ქართლის მოქცევის" მატიანეს, გრიგოლ ნოსელის, ეპიფანე კვიპრელისა და ბასილი კესარიელის თხზულებებს, დავითის ფსალმუნებს და სხვა; იგი საშუალო ზომის სქელი წიგნია (28,0 სმ. × 22,0 სმ, 286 ფურცელი, ეტრატი). კრებულის 126 ფურცელი ასომთავრულითაა გა­და­წე­რი­ლი ორ სვეტად, ყავისფერი მელნით და ერთი ხელითაა შესრულებული; შემდეგ ნუსხური უშუალოდ აგრძელებს მთავრულს. აქ სამი ხელი გაირჩევა (ალბათ, ამ ნაწილის გადაწერაში იოანეს ძმა და ბიძა – მიქაელ მოდრეკილი – მონაწილეობდნენ). შატბერდის კრებულის გაფორმება მარტივი და უპრეტენზიოა. იოანე ბერაი თავისი დროის შე­სა­ნი­შნა­ვი კალიგრაფი იყო.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.311


გააზიარე: