Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე გუგუშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. 1905 წლამდე სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში. სცენაზე გამოვიდა 1905 წელს ქუთაისში, ვლადიმერ ალექსი-მესხიშვილის რეჟისორობით დადგმულ სპექტაკლში "პატარა კახი" (აკაკი წერეთლის პიესა, დრამა), შეასრულა რევაზ ბებურიშვილის როლი. 1906-1913წწ. იყო ქუთაისის ქართული დრამატული თეატრის მსახიობი და თანარეჟისორი (აქვე, 1914-1915წწ, 1925-1926წწ.), 1913-1914წწ. თბილისში, ზუბალაშვილის "სახალხო სახლში", 1916 წელს სამტრედიის ქართული თეატრის რეჟისორი, 1916-1918წწ. და 1920-1921წწ. ბათუმის თეატრის მსახიობი და რეჟისორი, 1918-1919წწ. და1924-1925წწ. თბილისის ქართული დრამატული თეატრის დასის წევრი. 1920 წელს პირველად, მისი რეჟისორობით "სახალხო სახლში" დაიდგა პიესა "ნიღაბქვეშ". 1926 წლიდან მუშაობდა თბილისის კინოსტუდიაში. ხელს უწყობდა კინომსახიობთა პროფესიულ დახელოვნებას და კინომრეწველობის განვითარებას. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.735 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |