შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვახტანგ გუდიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის ქართული გიმნაზია 1914 წელს და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1924 წელს. 1924 წლიდან მუშაობდა ნევროპათოლოგ-ფიზიოთერაპევტად. დიდი სამამულო ომის დროს მოახდინა არტაშანის რაციონალიზაცია (ხელის თითების კონტრაქტურების გამასწორებელი საშუალება), გამოიკვლია კონტუზიო-კომოციოს ნიადაგზე მიღებული თავის ტკივილების ხასიათი და მათი მკურნალობის საკითხი. სამწერლო მოღვაწეობა დაიწყო ანდრე ტერიეს მოთხრობა "ქვრივის შვილის" თარგმნით ("თეატრი და ცხოვრება", 1917, №4). ფიზიოთერაპევტი, ნევროპათოლოგი. ლადო გუდიაშვილის ძმა. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.741 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |