The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იობი (ეპისკოპოსი)

დაბადების თარიღი:3??
გარდაცვ. თარიღი:3??
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

ქართლის ეკლესიის მეთაური (ეპის­კო­პო­სი) IV საუკუნის შუახანებში; "მეფეთა ცხოვრების" ავტორის ცნობით, "მოკუდა იაკობ ეპისკო­პო­სი, და დაჯდა იობ სომეხი, ნერსე კათალიკოსისა დიაკონი"; მის წარმომავლობის შე­სა­ხებ მკვლევრები სხვა­და­სხვა აზრისანი არიან; იგი მიჩნეულია "მცხე­თის ადგილობრივი სომხური თემის წარმომადგენლად" (ჰ. მურადიანი), ეროვნებით ქართველად, რომელიც ქართლის ეკლესიის მეთაურად ხელდასხმამდე სომხეთში მოღვაწეობდა (გ. მაისურაძე); IV საუკუნის შუახანების ქართლში შექმნილი მძიმე პოლიტიკური ვითარების გამო ქარ­თლის ეპისკოპოსად იგი ნერსე სომეხთა ეპისკოპოსმა აკურთხა; "მოქცევაჲ ქართლისაჲს" ქრონიკის შატბერდულ რედაქციაში იობის სომხობაზე არაფერია ნათქვამი და მითითებულია, რომ `ნერსე სომეხთა კათალიკოსის დიაკონი იობ" ქართლის "მთავარეპის­კო­პოსი" თრდატ მეფის დროს იყო.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.326


გააზიარე: