Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იონა![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. კალუგა. 1821-1832 წწ. საქართველოს ეგზარქოსი; 1792 მღვდლად ეკურთხა, ერთი წლის შემდეგ დეკანოზის პატივი მიენიჭა. 1807 წელს აღიკვეცა ბერად და დაინიშნა მონასტრის წინამძღვრად; 1808 წელს დაინიშნა კალუგის სემინარიის რექტორად; 1810 წელს პეტერბურგის სასულიერო აკადემიის ინსპექტორად; 1821 წლის აპრილიდან ასტრახანის ეპარქიას განაგებდა; მთავარეპისკოპოსის ხარისხით იმავე წლის ოქტომბერში დაინიშნა საქართველოს ეგზარქოსად. 1828 წლის 22 აგვისტოს რუსეთის სინოდის გადაწყვეტილებით მიენიჭა მიტროპოლიტის ხარისხი; ის მნიშვნელოვან ყურადღებას აქცევდა კავკასიის მთიანეთში მცხოვრებთა შორის ქრისტიანობის აღდგენას; ამ მიზნით განსაკუთრებით გააქტიურდა "ოსეთის სასულიერო კომისიის" საქმიანობა; მისი შუამდგომლობით კავკასიაში დაარსდა სასულიერო სასწავლებელი; იონას დროს ოსი მოსახლეობისათვის შემოიღეს ღვთისმსახურება ოსურ ენაზე; მან ხელი შეუწყო იოანე იალღუზიძეს ქართული შრიფტის გამოყენებით ქართულიდან ოსურ ენაზე ეთარგმნა ლოცვები, კატეხიზმო, სახარება და სხვა სასულიერო ლიტერატურა; ცდილობდა საქართველოს ეკლესია-მონასტრებში წირვა-ლოცვის დროს სლავური საეკლესიო გალობა დაეწესებინა; მისი ინიციატივით სასულიერო სასწავლებელში სლავური გალობის სწავლება შემოიღეს; 1832 წლის 5 მარტს ეგზარქოსი იონა გადაიყვანეს პეტერბურგში. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.329
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |