Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ანზორ თამარაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ახალციხე. დაამთავრა ქ. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მეორე სამუსიკო სასწავლებელი გუნდის დირიჟორის სპეციალობით 1976 წელს; ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის თბილისის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი ხელოვნებათმცოდნე - იმპრესარიოს სპეციალობით 2003 წელს. 1968-1999წწ. ეწეოდა შემოქმედებით და პედაგოგიურ მოღვაწეობას: 1967-1968წწ. იყო თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის მსახიობი; 1968-1969წწ. ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის სოლისტი; 1973-1975წწ. ახალციხის საქალაქო საბჭოს დეპუტატი; 1970-1971წწ. ახალციხის საქალაქო კულტურის სახლის სამხატვრო ხელმძღვანელი; 1971-1981წწ. ახალციხის სამუსიკო სკოლის პედაგოგი; 1981-1999წწ. ადიგენის სამუსიკო სკოლის დირექტორი; 1991-1999წწ. ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალის პედაგოგი; 1998-1999წწ. ახალციხის რაიონული საკრებულოს წევრი; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2006-2019წწ. საქართველოს მუსიკალური საზოგადოების ახალციხის რაიონული განყოფილების უფროსი; 2012-2019წწ. საქართველოს მუსიკალური საზოგადოების გამგეობის წევრი. ანზორ თამარაშვილი წლების მანძილზე იკვლევდა მესხური სასიმღერო ფოლკლორის აღდგენასთან დაკავშირებულ საკითხებს; მისი ბიოგრაფიული მონაცემები შეტანილია "საქმიანი და გამოჩენილი ადამიანები XX-ე საუკუნის ბოლო ათწლეულში" (2002). რესპუბლიკური და საკავშირო ფესტივალების ლაურეატი, გუნდის დირიჟორი. ცნობილი თეოლოგიის დოქტორის, პროფესორისა და საზოგადო მოღვაწის, მიხეილ თამარაშვილის შთამომავალი. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.169; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.272 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |