The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თედო გულბათაშვილი

დაბადების თარიღი:1868
გარდაცვ. თარიღი:სექტემბერი, 1949  (81 წლის ასაკში)
კატეგორია:მუსიკოსი, ფოლკლორისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი წინამძღვრიანთკარი, მცხეთის რაიონი.

თედო გულბათაშვილს ეკუთვნის საქართველოში სხვადასხვა ვარიანტით გავრცელებული ლექსი "სახნისმა თქვა" (პირველად გამოქვეყნდა "ივერიაში", 1888, №169). მან ეს ლექსი პირველად "ილიაობაზე" თქვა. იგი იყო ილია ჭავჭავაძის მიერ გამართული "ილიაობის" მუდმივი სტუმარი, სადაც საზოგადოებას თავის სიმღერებსა და ლექსებს აცნობდა. მისი შვილებიც (ვაჟი ვასილ გულბათაშვილი) ასევე გამოირჩეოდენენ წინამძღვრიანთკარსა და სტეფანწმინდაში სიმღერებითა და შაირებით. თედო გულბათაშვილის ლექსები შეტანილი იყო "დედა ენის" სახელმძღვანელოში. მოლექსეობითა და მესტვირეობით ცნობილი გუთნისდედა, ხალხური მთქმელი.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.747


გააზიარე: